2012 წლის 4 მარტს ოკუპაციის 200 წლისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გაიხსნა.
შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებასი 90 საჯარო სკოლის 93 გუნდმა მიიღო მონაწილეობა (სკოლას შეეძლო ორი გუნდი წარმოედგინა).
ვიქტორინაში 117-ე საჯარო სკოლის გუნდმა ,,შეფიცულებმა“ წარმატებით იასპარეზა. გუნდის სახელწოდება მოსწავლეებმა და პედაგოგებმა თემატიკიდან გამომდინარე აირჩიეს. ოკუპაციის პერიოდის,  ქართველებისათვის საამაყო გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საპატივსაცემლოდ გუნდ მისი რაზმის სახელი ,,შეფიცულები“ დაარქვეს.
გუნდი 7 მონაწილით იყო დაკომპლექტებული და მასში XI და XII კლასის მოსწავლეები გაწევრიანდნენ.
,,შეფიცულებმა“ წარმატებით გაიარა რამდენიმე ტური. ნახევარფინალი კი მათთვის უიღბლო აღმოჩნდა და თამაშს გამოეთიშნენ.
მართალია 117ე საჯარო სკოლის ,,შეფიცულებმა“ ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. მაგრამ კარგი გამოცდილება იყო გუნდის წევრებისთვის.